logo_geo
eng_logo
აშშ-ის უსაფრთხოების უწყება: ირანის მხრიდან შესაძლოა, აშშ-ზე კიბერთავდასხმა განხორციელდეს
- +

6 იანვარი. 2020. 00:40

 

ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების უწყება განცხადებას ავრცელებს, რომ შესაძლოა, შეერთებულ შტატებზე ირანის მხრიდან კიბერთავდასხმა განხორციელდეს.

 

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანს საკმაოდ ძლიერი კიბერპროგრამა აქვს და თეირანი ცნობილია პოლიტიკურად მოტივირებული კიბერთავდასხმების განხორციელებით.

 

აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ერაყში აშშ-ის მიერ განხორციელებული ავია იერიშის დროს ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკლეს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner