ბაღდადში, ე.წ. მწვანე ზონის ტერიტორიაზე სამი რაკეტა ჩამოვარდა
-
+
6 იანვარი. 2020. 01:57
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, ე.წ. მწვანე ზონის ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა სამთავრობო შენობები და დიპლომატიური კორპუსის მისიებია განთავსებული, სამი რაკეტა „კატიუშა“ ჩამოვარდა. ინფორმაციას ერაყის არმია ავრცელებს.
„როიტერის“ ინფორმაციით, დაჭრილია ექვსი ადამიანი.
ამასთან, „ალ არაბიას“ ცნობით, დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან. რაკეტების ჩამოვარდნის შემდეგ ქალაქში სირენები ჩაირთო.
წყარო :