logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: საინტერესოა, ვისთან ერთად "არ დაუშვებს" ბატონი პაატა "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას"?!
- +

11 ივნისი. 2016. 03:24

 

 

„პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და განცხადებას აქვეყნებს.

ბურჭულაძე მიიჩნევს, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ადასტურებს იმ უმძიმეს მდგომარეობას, რომელიც ქართულ მართლმსაჯულებაში არსებობს. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ქართული საზოგადოება არ დათმობს დამოუკიდებელ ტელევიზიას და არ დაუშვებს მის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას."

ბურჭულაძის ამ განცხადებას ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ეხმაურება:

„ძალიან საინტერესოა, ძალიან!
საინტერესოა, ვისთან ერთად არ "არ დაუშვებს" ბატონი პაატა "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას"?!

ამ სურათზე თქვენ ხედავთ ყველასთვის ცნობილ პაატა ბურჭულაძეს და ფართო საზოგადოებისთვის უცნობ თემურ გვალიას.

არც თქვენ გეცნობათ თემურ გვალია? 
რა მნიშვნელობა აქვს, ვისთან ერთად "არ დაუშვებს"?
კი ბატონო, დაგეთანხმებოდით, მაგრამ არსებობს ერთი "მაგრამ"...

ის მეორე, კუბოკრულ პიჯაკში, გახლავთ თემურ გვალია, რომელიც 2001 წელს, როცა უშიშროების სამინისტოს ეკონომიკური სამსახური "რუსთავი 2"-ში შევიდა, სწორედ იმ ეკონომიკურ სამსახურს... ხელმძღვანელობდა და იმ შესვლის თუ შესვლის მცდელობის ორგანიზატორი იყო!

რა მოჰყვა იმ შესვლას თუ შესვლის მცდელობას, ყველამ კარგად ვიცით!
რა მოჰყვება ამ ამბის გახმაურებას, ყველას კარგად გვეცოდინება დღესვე!" - წერს მძინარაშვილი.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner