logo_geo
eng_logo
დღეს გორში პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმი გაიმართება
- +

6 იანვარი. 2020. 11:23

 

 

პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმი მიმდინარე წელს გორში გაიმართება.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წინასაშობაო კონცერტი გორის ცენტრში დღეს, 17:00 საათზე ჩატარდება და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოსახლეობას დამდეგ შობას გორიდან მიულოცავს.

 

პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმზე დასწრების ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება, მოუსმინოს ქართული ესტრადის ვარსკვლავებსა და გორის თეატრის მსახიობებს, რომლებიც სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე იზრუნებენ.

 

„იმის გათვალისწინებით, რომ გორელები ყოველთვის განსაკუთრებულად ეკიდებოდნენ ქართულ ფოლკლორსა და ქართულ საგუნდო სიმღერას, მაყურებლის წინაშე 6 იანვარს წარდგებიან ასევე გორის ფოლკლორული ანსამბლი, გორის ქალთა კაპელა და გორის გოგონათა გუნდი“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ზეიმზე მისულ ბავშვებს საშობაო საჩუქრებიც გადაეცემათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner