საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სომეხ ხალხს ქრისტეშობასა და ნათლისღებას ულოცავს:
„ვულოცავ ყველა ჩვენს სომეხ მოქალაქეს, ვინც დღეს ქრისტეშობას და ნათლისღებას აღნიშნავს. მშვიდობას, ბედნიერებას და კეთილდღეობას ვუსურვებ თითოეულ ოჯახს.
ჩვენს ხალხებს შორის სიყვარულსა და მეგობრობას საუკუნეები ამყარებს და ჩვენ კვლავაც ერთად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის შენებას.
გილოცავთ და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს“, - აღნიშნულია მილოცვაში.