logo_geo
eng_logo
ჯამბულ გამცემლიძე: ყარაულის ადგილიც კი ვერ მოვძებნე პარტიაში, რომლის დამფუძნებელი ვარ!
- +

11 ივნისი. 2016. 03:24

 

 

ჯამბულ გამცემლიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს სადაც აღნიშნავს, რომ კოღუაშვილის ადგილი „ქართული ოცნების" რიგებში არ არის.

 

„ბატონებო! ფინიშის სწორზე გავიდა საარჩევნო კამპანია, „ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ „ნაციონალები" რაც შეიძლება მიაჩოჩონ გვერდით და გზა გაუხსნან ახალ აზროვნებას და ახალ იდეებს.

 

ეს ყველაფრის მკადრებელი პოლიტიკური ძალა გაუშვას პილიტიკურ სანაგვეზე, მაგრამ აქ იბადება კითხვა- კითხვა ალალი და არა მიამიტური, რატომ არის ჩვენს რიგებში პოლიტ საბჭოს წევრი კოღუაშვილი? რომელიც „ნაცონალების" დიდი გულშემატკივარია? ის მეტ ნეგატივს შეუძენს „ქართულ ოცნებას." 

 

რატომ ვერ ველევით ამ პიროვნებას? გულწრფელად მაინტერესებს. ან ამიხსენით, რა დამსახურებით დასახელდა ის პოლიტ საბჭოს წევრად. მე ეს პიროვნება არასდროს არსად არ მინახავს საპროტესტოდ გამოსული. მე, ჯამბულ გამცემლიძემ, რომელიც ყველა ოპოზიციონერს (წინა ხელისუფლების) ხელის ჩამორთმევით ვიცნობ და ლამის ოჯახის წევრივით ვეკითხები მშვიდობას, ჩემი შვილის საქმის განხილვასაც ვერ მივაღწიე, არამც თუ რაიმე შედეგის დადგომას. ყარაულის ადგილიც ვერ მოვძებნე ამ პარტიაში, რომლის დამფუძნებელიც ვარ, არცერთი მოქმედი დეპუტატი არ მოიძებნა პარლამენტში ვინც ჩემი შვილის სახელს ახსენებდა პარლამენტის ტრიბუნიდან, ბატონი ომარ ნიშნიაძის გარდა. როცა მე მათთან ერთად ვიდექი ქუჩაში და ბევრი მათქანი კი არც ისინი მინახავს საპროტესტო აქციებზე, ეს კაცი ამიხსენით ვინაა ასეთი, რომ პარტიულ იერარქიის სათავეებთან მივიდა და ალბათ დეპუტატიც გახდება?

 

მე მჯერა ბიძინა ივანიშვილის და მჯერა იმისაც, რომ ამ კაცს, ბატონ კოღუაშვილს ვგულისხმობ,  მიუჩენს თავის ადგილს პარტიის გარეთ, ამით „ქართული ოცნება" ბევრს მოიგებს...

 

ვიცი, ეს ჩემი ხმაც მიაღწევს ბატონი ბიძინას ყურამდე, თუ არა, მათ ყურამდე მაინც, ვინც მას ამის შესახებ ეტყვიან..."- წერს გამცემლიძე. 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner