logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: გიორგი მამალაძე, ამ შემთხვევაში არანაირად არ განსხვავდება სხვა პატიმრებისგან
- +

6 იანვარი. 2020. 12:49

 

„გიორგი მამალაძე, ამ შემთხვევაში არანაირად არ განსხვავდება სხვა პატიმრებისგან, იმ ადამიანებისგან, ვინც ასევე შეწყალებას ითხოვენ“, - ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. მისივე განმარტებით, ყველაფერი უკავშირდება ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას და არ შეიძლება, მისი განყენებულად განხილვა.

 

„შეწყალება, მოწყალება ეს მუდმივი თემაა და ეკლესიას უნდა ახასიათებდეს. გადაწყვეტილება პრეზიდენტის მისაღებია, რასაკვირველია, მაგრამ გიორგი მამალაძე ამ შემთხვევაში არანაირად არ განსხვავდება სხვა პატიმრებისგან, იმ ადამიანებისგან, ვინც ასევე შეწყალებას ითხოვენ. ამიტომ მე მაინც მგონია, რომ ეს თემა არ შეიძლება განყენებულად იქნეს განხილული. ყველაფერი უკავშირდება პოლიტიკურ ინსინუაციებს, ყველაფერი უკავშირდება ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას და თემა, რა თქმა უნდა, ყოველთვის გამოყენებულია პოლიტიკურ ასპექტში, რაც ასევე არ არის მისასალმებელი და სასურველი ჩვენი ხალხისთვის. მამა გიორგი მამალაძე არის ისეთივე ადამიანი, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, ვინც მოელის შეწყალებას“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner