logo_geo
eng_logo
მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს
- +

6 იანვარი. 2020. 14:25

 

საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“ და „სარფი“ სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 6,820 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

 

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით,  ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner