logo_geo
eng_logo
ონლაინ სესხის გამო კაცმა თავი მოიკლა
- +

11 ივნისი. 2016. 03:27


როგორც „ფოსტალიონისთვის" გახდა ცნობილი, რამდენიმე დღის წინ  იპოთეკური სესხის გადაუხდელობისათვის, კახეთში, სოფელ ბადიაურში გამოასახლეს კიდევ ერთი გაჭირვებული ოჯახი, რის შემდეგაც 24 წლის ახალგაზრდა ბიჭმა თავი მოიკლა. ის დღეს, 26 აპრილს დაკრძალეს. დღეს სოფელ სართიჭალაში ასახლებენ სებისკვერაძეების ოჯახს, სადაც 90 წლის მოხუცი ბებო და მცირეწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ. ამათაც ბანკის სესხის გამო ყრიან სახლიდან.


მამისა ჯაფარაშვილი- საბანკო და სამევახშეო სისტემისისგან დაზარალებულთა კომიტეტის თავმჯდომარე:


- ახალგაზრდა კაცი, რომელმაც თავი მოიკლა და დღეს მიაბარეს მიწას, ამ შემთხვევიდან რამდენიმე კვირის წინ ჩვენთან მოვიდა. მას ონლაინ სესხი ჰქონდა აღებული vivus. ge _დან მეგობრის ოჯახისთვის. თანხა დიდი არ იყო _ სულ 700 დოლარი, 1200 უკვე შეტანილი ჰქონდა, მაგრამ პროცენტით და დაგვიანებებით თანხა გაეზარდა და ყოველდღე ურეკავდნენ ონლაინ ბანკის ოფიცრები, ემუქრებოდნენ, რომ სახლ-კარს დააკარგვინებდნენ. მეგობრის ოჯახს აღარ შეეძლო მისთვის სესხის დასაფარი ფული მიეცა და კაცი საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა. წარმოიდგინეთ, ხელშეკრულებაც კი არ ჰქონდათ გაფორმებული და მაინც ატერორებდნენ. ვუთხარი, რომ დოკუმენტაცია უნდა მოეტანა და საჩივრის დაწერაში დავეხმარებოდით, მაგრამ უარი მითხრა, არაფერი აღარ მინდა, უკვე ისე ვარ, თავს მოვიკლავო. დავრეკე ონლაინ ბანკშიც, ველაპარაკე, გასაგებია, რომ პროცენტის ა1მოღებაც გინდათ, მაგრამ ვინ მოგცათ უფლება ადამიანები დაატეროროთ მეთქი, მაგრამ ბოლოს მაინც ტრაგიკულად დასრულდა ყველაფერი.



 საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული?


- დღეს დაასაფლავეს საწყალი. არ ვიცი რომელი მუხლით აღძრეს საქმე, მაგრამ ჩვენ ასე არ დავტოვებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სწორედ ამ მუხლით აღიძრას. უნდა დაისაჯონ ადამიანები, რომელთა მხრებზეც ამდენი ცხედარი და სისხლია. უნდა გაუქმდეს ონლაინ ბანკები და მათი პარპაში საქართველოში მოისპოს. ისინი ხალხს შიშისა და ტერორის ქვეშ ამყოფებენ. კიდევ რამდენი ადამიანი უნდა დაიღუპოს მაგათ გამო, დასასრული ხომ უნდა ჰქონდეს ამ საშინელებას?!




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner