ტელეკომპანია „იბერიის" მფლობელი ზაზა ოქუაშვილი საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს. ოქუაშვილი მთავარი პროკურატურის მიერ, 2004 წელს „იბერიის" დახურვის საქმის გამოძიებაზე პირველ კომენტარს გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ ტელეკომპანია „იბერიის" საქმე გახსნილად გამოაცხადა და მისი დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის ფაქტზე პასუხისგებაში ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და გენერალური პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე მისცა.