logo_geo
eng_logo
უკრაინამ, შესაძლოა, მიშა საქართველოს არ გადმოსცეს, თუმცა თვითონ ჩასვას ციხეში
- +

11 ივნისი. 2016. 03:31

 

 

„სააკაშვილი ჩაება ძალიან სახიფათო ბრძოლაში ყოვლისშემძლე უკრაინელ ოლიგარქებთან, რომლებიც ბევრად ძლიერები არიან, ვიდრე ჩხაიძეები, სარალიძეები, ჯოხთაბერიძეები და სხვანი ედუარდ შევარდნაძის დროს - 2003 წელს", - ამის შესახებ „პრაიმტაიმი" წერს.


სტატიაში წერია, რომ უკრაინელმა კლანებმა, ქართველი კოლეგებისგან განსხვავებით, დროულად იგრძნეს საფრთხე, ამიტომ სააკაშვილისა და მისი გუნდის წინააღმდეგ უკრაინაში ფრონტია გახსნილი.


„პროკურატურამ საქმე აღძრა სააკაშვილის მოლარედ მიჩნეული თეიმურაზ ნიშნიანიძის წინააღმდეგ, მას კაბინეტში უპოვეს მილიონი დოლარი ქეშად. რაც საგადასახადო კანონმდებლობით, დანაშაულია. პროკურატურის მტკიცებით, ნიშნიანიძე, სააკაშვილის დავალებით, ამ თანხებს ოდესის საბაჟოზე „ახევდა" ბიზნესმენებს. ამასთან, სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვენ სააკაშვილის წინააღმდეგ. ამას პირდაპირ მოითხოვენ უკრაინელი ოლიგარქის კოლომოისკის სიით უმაღლეს რადაში გასული დეპუტატები, ანუ შესაძლოა, შეიქმნას სიტუაცია, როდესაც უკრაინა მიშას საქართველოს არ გადმოსცემს, თუმცა თვითონ ჩასვამს ციხეში, ეს უკვე ტრაგიკომედია იქნება", - წერია სტატიაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner