logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხის ეკლესიასთან დაკავშირება არასწორია
- +

6 იანვარი. 2020. 18:02

 

 

„გიორგი მამალაძე ისეთივე მსჯავრდებულია, როგორც სხვა დანარჩენი, მის თემას ვერ გამოვყოფ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

მისი თქმით, მსჯავრდებულთა შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა.

 

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, მმართველ გუნდს ამ საკითხზე არავის კრიტიკისგან შეუკავებია თავი.

 

„ჩვენ არავის კრიტიკისგან არ შეგვიკავებია თავი, კონვეირული წესით იწყალებდა მარგველაშვილი, სააკაშვილი საერთოდ ყოველგვარ ზღვარს იყო გასული, მაგრამ ასე თუ ისე, მათი კონსტიტუციური უფლებაა. განმარტება ამასთან დაკავშირებით ერთადერთია – მისი უფლებაა შეწყალება და განახორციელა. კრიტიკა, რომელიც ჩვენგან სამართლიანი იყო სალომე ზურაბიშვილის მიმართ, უნდა გაითვალისწინოს. რაც შეეხება მამა გიორგის თემას, ისეთივე ბრალდებული და ისეთივე მსჯავრდებულია, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, ასე რომ, ვერ გამოვყოფდი მის თემას და ვინც გამოყოფას ცდილობს, ვფიქრობ, ეს გარკვეულ სტრატეგიულ მონაცემს წარმოადგენს თუნდაც ეკლესიაზე შეტევის საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტის შეხედულებაა და არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდებოდეს. მე პირადად და ვფიქრობ, ყველა უნდა დაეთანხმოს, რომ არსებობს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება და არსებობს მისი ექსკლუზიური გადაწყვეტილება. მამა გიორგის შეწყალების ეკლესიასთან დაკავშირება არის არასწორი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საშობაოდ ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალებულთა შორის ვერ მოხვდა დეკანოზი გიორგი მამალაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner