logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე გრიპის ვირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს
- +

6 იანვარი. 2020. 18:25

 

„ეპიდემიის რისკს წელს ვერ ვხედავთ, რადგან „ბ“ ტიპის ვირუსი დადის და არ ჩანს ისე, რომ ავადობა მოიმატებს ეპიდემიურ ზღვრამდე“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

 

მან ასევე ისაუბრა გრიპთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის რეკომენდაციებზე.

 

„ვაქცინაცია მორჩა, მას აქვს, ასე ვთქვათ, ჩატარების რეკომენდირებული ვადები და ის პრაქტიკულად, დასრულებულია, მარტო ორსულებისთვის გრძელდება. ძირითადი რეკომენდაცია რჩება, რაც თავიდან იყო - ორსულებს ახლაც ვურჩევთ აცრას, რადგან როცა დაიწყო აცრები, შეიძლება მაშინ არ იყო ორსულად და ახლა გაიგო, ამიტომ ორსულებს ყოველთვის ვურჩევთ აცრას. დანარჩენებმა თავი შეიკავონ დახურულ სივრცეებში ყოფნისგან, სადაც ბევრი ადამიანი იქნება, თუ მაღალი რისკის ჯგუფია და აცრილები არ არიან. ყველაზე მთავარი რეკომენდაციაა, რომ ავადმყოფი უნდა იყოს სახლში, რადგან მსუბუქი ავადმყოფი, რომელიც დადის, ავრცელებს გრიპს. სხვათა შორის, ოჯახის წევრებიც უნდა მოერიდონ, რადგან ძირითადად, ოჯახური კერები გვაქვს - ერთი რომ გახდება ავად, მერე სხვა წევრებიც ხდებიან ავად“, - განაცხადა იმნაძემ.

 

მანვე ეპიდემიის რისკის შესახებ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ჩვეულებრივი ზამთარი იქნება ჩვეულებრივი გრიპით.

 

„ეპიდემიის რისკს წელს ვერ ვხედავთ, რადგან „ბ“ ტიპის ვირუსი დადის და არ ჩანს ისე, რომ ვთქვათ, ავადობა მოიმატებს ეპიდემიურ ზღვრამდე. ასე რომ, ჩვეულებრივი ზამთარი იქნება ჩვეულებრივი გრიპით“, - აღნიშნა იმნაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner