საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს.
„სომეხთა წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია დღეს, 6 იანვარს, უძველესი ტრადიციით ქრისტეშობისა და ნათლისღების დღესასწაულს ერთდროულად აღნიშნავს.
გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულებს. სწორედ ქრისტიანული სარწმუნოების ღირებულებებს ეფუძნება სომეხი და ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა.
გისურვებთ კეთილდღეობასა და სიხარულს“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.