ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დიდი ასოებით დაწერა.
ამასთან, დონალდ ტრამპი მზად არის კვლავაც აწარმოოს მოლაპარაკებები ირანის ხელისუფლებასთან ბირთვული პროგრამის პირობებთან დაკავშირებით.
პრეზიდენტის უფროსმა მრჩეველმა კელიენ კონუეიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანს თუკი სურს მოიქცეს, როგორც ნორმალური ქვეყანა, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპი მოლაპარაკებებისთვის მზად არის.