logo_geo
eng_logo
მარნეულში დამწვრობის შედეგად, 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა
- +

6 იანვარი. 2020. 22:24

 

მარნეულის კლინიკა „ავერსში“ ორი წლის ბავშვი თერმული დამწვრობის შედეგად გარდაიცვალა.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის კლინიკა „ავერსში“ განუცხადეს, ბავშვი თერმული დამწვრობით, შოკურ მდგომარეობაში დაგვიანებით, ორი დღის შემდეგ მიიყვანეს და ექიმები მის რეანიმირებას ცდილობდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

მას სხეულის 80% ქონდა დამწვარი. მშობლების თქმით, ცხელი წყალი გადაესხა და სახლში მალამოებით მკურნალობდნენ.

 

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner