თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე ერთი პირია დაკავებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე პროკურატურას გადაეცა და შესაბამისად, მომხდარზე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, 2 იანვარს , სპეცრაზმელებმა 24 წლის მამაკაცი ვარკეთილის სასაფლაოზე წამებით მოკლეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით არის აღძრული.
„მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილია „გ“ ქვ.პუნქტი, 117 მუხლის მე-6 ნაწილით და 143-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო“, - აცხადებენ შსს-ში.