logo_geo
eng_logo
ქიბარ ხალვაში: ძალიან ძნელი ასატანი იქნება გვარამიას მოსმენა
- +

11 ივნისი. 2016. 03:52



ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2"­ის თანამშრომლებს შეუძლიათ, მშვიდად გააგრძელონ საქმიანობა, მაგრამ ნიკა გვარამიასთან ურთიერთობა მას გაუჭირდება.


ადამიანები თავიანთ აზრებში იქამდე შეიძლება დამდაბლდენ, რაც თავად შეუძლიათ, გააკეთონ და ვერ ფიქრობენ, რომ სხვები შეიძლება, მათზე უკეთესები იყვნენ. ბედნიერი ვარ, რომ სააკაშვილი აღარ არის ქვეყნის მმართველი და მის მიერ დაწერილი განაჩენები აღარ გვაკარგვინებს სიცოცხლეს, თავისუფლებას, პირად საკუთრებას, სამშობლოს. პირადად მაქვს სააკაშვილის, ადეიშვილის და გვარამიას სამართლიანობა გამოცდილი. ვიტყვი, რომ სამართლიანობა, გარკვეულწილად აღდგა ქვეყანაში, ვისურვებდი, რომ სრულიად აღდგეს. ტელეკომპანიის თანამშრომლებს შეუძლიათ, მშვიდად გააგრძელონ თავიანთი პროფესიონალური საქმიანობა. აი, გვარამიასთან ურთიერთობა კი გაჭირდება. არ მგონია ამ სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ გამოსწორდეს. უზრდელობას, უხამსობას და პირად შეურაცხყოფას შეეშვას. ძალიან ძნელი ასატანი იქნება მისი მოსმენა არა მარტო მფლობელებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის", - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner