logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: NATO აშშ-ის გვერდზე დგას
- +

7 იანვარი. 2020. 12:14

 

 

 

„NATO ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის გვერდით დგას“, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ინფორმაციას „ალ ჯაზირა ავრცელებს“.

 

„ჩვენ ვართ ერთიანი, ვგმობთ რა ირანის მხარდაჭერას სხვადასხვა ტერორისტული დაჯგუფებების მიმართ. ახალი კონფლიქტი არავის ინტერესში არ არის. ასე, რომ ირანმა თავი უნდა შეიკავოს შემდგომი ძალადობისა და პროვოკაციებისგან“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

ცნობისთვის, ალიანსის გადაწყვეტილებით, ერაყში NATO-ს საწვრთნელი მისია წყდება. იენს სტოლტენბერგის გადაწყვეტილებით, აღნიშნული გადაწყვეტილება „საკუთარი ხალხის დასაცავად საჭირო უსაფრთხოების ზომებს უკავშირდება“.

 

შეგახსენებთ, 3 იანვარს, აშშ-მა ერაყის დედაქალაქის აეროპორტზე თავდასხმა განახორციელა, რა დროსაც, სხვა სამხედრო მეთაურებთან ერთად, ირანელი გენერალი, „ყუდსის ძალების“ ხელმძღვანელი ყასემ სოლეიმანი დაიღუპა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner