ყოფილი დეპუტატის ანზორ აბრალავას განცხადებით მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში სააკაშვილმა შეიარაღებული ჯგუფები გამოაგზავნა. ამის შესახებ მან „ახალ თაობასთან" ისაუბრა:
„დროა, ხელისუფლებამ სამართალი აღასრულოს და გადამჭრელ ზომებს მიმართოს. არ შეიძლება, გარკვეულ პირებს დანაშაული ეპატიოთ მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან.
მაშინ, გამოუშვათ ციხეებიდან პატიმრები! მათ დიდ უმრავლესობას იმაზე ბევრად ნაკლები დანაშაული აქვს ჩადენილი, ვიდრე სააკაშვილის რეჟიმს. ნაციონალების ჯალათების არაადამიანურ ქმედებებთან შედარებით, კორცხელის ინციდენტიც არაფერია. საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობა ვიცი. ისე ნუ იზამენ, რომ ხალხმა რევოლუცია მოუწყოს ნაცმოძრაობას! ხელისუფლებას ყურადღება მართებს. სარწმუნო წყაროებით, საქართველოში სააკაშვილმა შეიარაღებული ჯგუფები გამოაგზავნა. ისინი არეულობების მოწყობას ნაციონალებთან ერთად შეეცდებიან", - განაცხადა აბრალავამ.