logo_geo
eng_logo
ქიბარ ხალვაში: რომ ვთქვა, გვარამიასთან თანამშრომლობის პერსპექტივით მოხიბლული ვარ, არ ვიქნები მართალი
- +

11 ივნისი. 2016. 03:54



ვთხოვ, არ შეეხონ გვარამიას და მენეჯმენტს, თუ სასამართლო მათ სასარგებლოდ დასრულდება" - ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადებას ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ეხმაურება.  ხალვაშის თქმით, ის გვარამიასთან თანამშრომლობის პერსპექტივით მოხიბლული არ არის, თუმცა გადაწყვეტილების საბოლოოდ მიღების შემდეგ, შეეცდება ყველა მხარე კმაყოფილი იყოს.


პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ჯერ ყველაფერი არ მორჩენილა. იმედი მაქვს, მომდევნო პროცესები დაადასტურებენ ჩვენს სამართლიან მოთხოვნებს. ზოგადად, გვარამიასთან თანამშრომლობის პერსპექტივით მოხიბლული ვარ რომ ვთქვა, არ არის მართალი. შევეცდები მაქსიმალურად შენარჩუნდეს ისეთი სიტუაცია, რომ ყველა მხარე კმაყოფილი იყოს - ავისა და კეთილისმსურველიც. გვარამიას და მის დირექტორს გაუჭირდება კომპრომისული გადაწყვეტილების ობიექტურად შეფასება. არ მგონია, რომ ეს რამე შედეგს მოიტანს", - განაცხადა ხალვაშმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner