უბედური შემთხვევა მოხდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირში, სადაც სამი წლის ბავშვს იარაღი გაუვარდა და ტყვია ექვსი წლის ძმას მოხვდა.
მოზარდი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.