logo_geo
eng_logo
„რედკოს“ განცხადებით, წყალმომარაგება სრულად აღდგენილია
- +

7 იანვარი. 2020. 17:43

 

 „რედკო საქართველო“ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

 

 „ახალი გუდაურის „რედკოს დასახლების“ წყალმომარაგების რამდენიმე დღიანი შეფერხების აღმოსაფხვრელად 24 საათიან რეჟიმში მიმდინარე ერთობლივი სამუშაოების შედეგად, ამჟამად დასახლების ყველა კორპუსს წყალი ცენტრალური სისტემის საშუალებით მიეწოდება.

 

წყალმომარაგების აღდგენითი სამუშაოების შედეგების გასაცნობად, დღეს გუდაურში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ხელმძღვანელობდა.

 

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ინფრატრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალი ხელმძღვანელი გიგა მანდარია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის, „რედკოს“, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ადგილობრივი საპატრულო პოლიციისა და სხვა უწყებების წარმომადგენლები.

 

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ცენტრალური წყალმომარაგება აღდგენილია, სახელმწიფო უწყებების დახმარებით დილის 8 საათიდან დაწყებულია „რედკოს დასახლების“ რეზერვუარების შევსება. ამჟამად არსებობს 100 ტონაზე მეტი წყლის მარაგი“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner