თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა ტელეკომპანია „მაესტრო"ს ეთერში, ალეკო ელისაშვილსა და სოსო მანჯავიძეს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მან ელისაშვილი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისი განცხადებები მიუღებელია.
„ჩვენი ერთერთი კოლეგა შეეჩვია ცრუ ბრალდებებს, შეურაცხმყოფელ ლექსიკას. ამავე დროს ისეთი წინადადებების მოხმობას, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის. იმედია, რომ ბატონი ელისაშვილი გამონახავს თავის თავში ძალებს, რომ მოიქცეს ღირსეულად და გააკეთოს ის საქმე, რაც მას მოსახლეობამ დაავალა," - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.