logo_geo
eng_logo
გიორგი ალიბეგაშვილი: ბატონმა ელისაშვილმა აკეთოს ის საქმე, რაც მას მოსახლეობამ დაავალა!
- +

11 ივნისი. 2016. 03:57

 

 

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა ტელეკომპანია „მაესტრო"­ს ეთერში, ალეკო ელისაშვილსა და სოსო მანჯავიძეს შორის მომხდარ  ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მან ელისაშვილი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისი განცხადებები მიუღებელია.


ჩვენი ერთ­ერთი კოლეგა შეეჩვია ცრუ ბრალდებებს, შეურაცხმყოფელ ლექსიკას. ამავე დროს ისეთი წინადადებების მოხმობას, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის. იმედია, რომ ბატონი ელისაშვილი გამონახავს თავის თავში ძალებს, რომ მოიქცეს ღირსეულად და გააკეთოს ის საქმე, რაც მას მოსახლეობამ დაავალა," - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner