logo_geo
eng_logo
CNN: ახლო აღმოსავლეთში ამერიკული ძალები სამხედრო მზადყოფნაშია
- +

7 იანვარი. 2020. 19:59

 

 

„CNN“-ის ცნობით, ახლო აღმოსავლეთში ამერიკული ძალები სამხედრო მზადყოფნაშია მოყვანილი და დარტყმას ელოდებიან. ტელეკომპანიის ცნობით, ეს ზომები მიღებულია ირანის უპილოტო თვითმფრინავების მხრიდან შესაძლო შეტევის გამო.

 

კერძოდ, საუბარია საზენიტო სარაკეტო კომპლექს „პეტრიოტებზე“, რომლებიც გუშინ ღამით სამხედრო მზადყოფნაში მოიყვანეს.

 

„CNN“-თან საუბარში აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთში დისლოცირებული სამხედრო ძალები უკვე რამდენიმე დღეა, გაძლიერებულ სამხედრო მზადყოფნაში არიან, თუმცა გასულ ღამეს მათ განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდეს.

 

ტელეკომპანიის ცნობით, სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, აშშ ყურადღებით ადევნებს თვალყურს ერაყში, ქუვეითში, საუდის არაბეთში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და იორდანიაში მდებარე ამერიკულ ობიექტებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner