logo_geo
eng_logo
NATO-ს ერაყიდან პერსონალის ნაწილი გაჰყავს
- +

7 იანვარი. 2020. 22:44

 

 

NATO -ს ერაყიდან პერსონალის ნაწილი გაჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „Reuters“ ავრცელებს. როგორც ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში განმარტავენ, აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით მიიღეს.

 

„საუბარია აუცილებელ ზომებზე, რათა ჩვენი ხალხი დაცული იყოს. ეს ითვალისწინებს პერსონალის ნაწილის ერაყის ტერიტორიიდან გაყვანას და მათ გადაადგილებას ქვეყნის სხვა ნაწილშიც“, - განაცხადა ალიანსის წარმომადგენელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner