logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი ელისაშვილს: რატომ არჩევ იმ საქმეს, შენი საქმე რომ არაა?!
- +

11 ივნისი. 2016. 03:58

 


„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი ალექსანდრე ელისაშვილს მიმართავს:


 

„ალეკო ელისაშვილს: სოსო მანჯავიძე პარტიიდან არ გამიგდია. ჩვენი გზები უბრალოდ გაიყარა.

 

ასეთი რამ ბევრ სხვა პარტიაშიც ხდება. ძველი თანამებრძოლები ერთმანეთს შორდებიან. მეორე- პარტიის ფული მანჯავიძეს არ შეუჭამია. რა ფული უნდა ჰქონდეს პარტიას?!

 

მესამე- ჩემი და მანჯავიძის ურთიერთობა არაა სხვისი გასარჩევი საქმე. ეს ჩვენი საქმეა და ჩვენ ყველაფერი გარკვეული გვაქვს. ის თავის გზაზეა. მე- ჩემს გზაზე. ცუდია, როცა ადამიანები სხვათა პირად კონფლიქტს, თუ უთანხმოებას ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ბოროტად იყენებენ. ლაპარაკობ ატამზე? ილაპარაკე ატამზე, რატომ არჩევ იმ საქმეს, შენი საქმე რომ არაა?! და ჩემი სახელით რატომ სარგებლობ?

 

შენი სახელით მიაწექი, თუ მართალი ხარ და მისაწოლია. სხვა კომენტარს არ გავაკეთებ და არც თემას არ გავაგრძელებ."- წერს ინაშვილი.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner