logo_geo
eng_logo
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან სროლის შედეგად, აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიღუპა
- +

8 იანვარი. 2020. 00:55

 

 

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სოხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან სომხეთის მხრიდან სროლის შედეგად აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიღუპა. ინფორმაციას „news.day.az“ ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანელი მესაზღვრე ფარზალი ფარზალიევი სომხეთის მხრიდან სნაიპერის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა.

 

მედიის ცნობით, აღნიშნული შემთხვევა 7 იანვარს, 14:56 წუთზე მოხდა.

 

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი,ადგილზე იმყოფებიან სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსი ელჩინ გულიევი და სხვა მაღალჩინოსნები.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner