აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სოხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან სომხეთის მხრიდან სროლის შედეგად აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიღუპა. ინფორმაციას „news.day.az“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანელი მესაზღვრე ფარზალი ფარზალიევი სომხეთის მხრიდან სნაიპერის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა.
მედიის ცნობით, აღნიშნული შემთხვევა 7 იანვარს, 14:56 წუთზე მოხდა.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი,ადგილზე იმყოფებიან სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსი ელჩინ გულიევი და სხვა მაღალჩინოსნები.