logo_geo
eng_logo
ბუნების მსოფლიო ფონდი: ავსტრალიაში ხანძრების შედეგად სავარაუდოდ 1,25 მილიარდი ცხოველი დაიღუპება
- +

8 იანვარი. 2020. 00:58

 

 

„ბუნების მსოფლიო ფონდის“ განცხადებით, ავსტრალიაში ხანძრების შედეგად სავარაუდოდ 1,25 მილიარდი ცხოველი დაიღუპება.

 

სტიქიას უკვე ემსხვერპლა ათასობით კოალა, ასევე კენგურუ და კაკადუ.

 

ფონდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „შოკირებულები არიან ზიანის მასშტაბებით“. ეკოლოგების შეფასებით, ტყეების ნაწილის აღდგენას ათწლეულები დასჭირდება. მათივე თქმით, ზოგიერთი ცხოველი ხანძრების გამო, გადაშენების პირას დადგა.

 

„ბუნების დაცვის ფონდის“ შეფასებით, ავსტრალიაში ხანძრების შედეგად სექტემბრის შემდეგ რვა მილიონზე მეტი ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა. დაიღუპა 25 ადამიანი. დამწვარია 2000-ზე მეტი სახლი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner