logo_geo
eng_logo
ავსტრალიიდან კვამლმა სამხრეთ ამერიკამდე მიაღწია
- +

8 იანვარი. 2020. 01:30

 

 

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ცნობით, ავსტრალიის ხანძრების კვამლმა სამხრეთ ამერიკამდე მიაღწია. გავრცელებული ცნობით, ჩილეში ცა განაცრისფრდა, ხოლო არგენტინაში, კერძოდ ბუენოს აირესში მზის ჩასვლის დროს ცამ წითელი ფერი მიიღო.

 

როგორც მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის პრესსპიკერმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სავარაუდოდ ავსტრალიის ტყეებში ხანძრის შედეგად წარმოქმნილმა კვამლმა ანტარქტიდამდეც მიაღწია.

 

მანამდე, ავსტრალიის ხანძრების გამო, ცამ ნარინჯისფერი მიიღო ახალ ზელანდიაში.

 

ევროკავშირის კოპერნიკის სახელობის მონიტორინგის პროგრამის მონაწილეთა თქმით, ავსტრალიის ხანძრების შედეგად ატმოსფეროში 400 მეგატონა ნახშირორჟანგი გაიფრქვა. პროგრამის მესვეურების თქმით, ახალ ზელანდიაში, მყვინვარებზე უკვე შენიშნეს მუქი ფერის ჭვარტლი, რომელიც მათ დნობას აჩქარებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner