logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენმა გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვდიკაციის გადაწყვეტილებას არაკომპეტენტური უწოდა
- +

8 იანვარი. 2020. 02:19

 

 

 

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ირანელი გენერლის ლიკვიდაციის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას „სახიფათო და არაკომპეტენტური“ უწოდა.

 

ნიუ-იორკში სიტყვით გამოსვლისას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა თქვა, რომ დონალდ ტრამპმა ირანელი გენერლის ლიკვიდაციამდე არ გამართა კონსულტაციები მოკავშირეებსა და კონგრესთან, რაც ნიშნავს, რომ მან „დაუფიქრებლად უგულებელყო შედეგი, რომელიც მის ქმედებას მოჰყვება“.

 

„ტრამპი ირანთან ომის დაწყების სახიფათო ზღვარს მიუახლოვდა“, – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა.

 

ჯო ბაიდენის თქმით, „თუ ტრამპს ჰქონდა იმის დამამტკიცებელი საბუთები, რომ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია მიზნად ისახავდა ამერიკელებზე თავდასხმის თავიდან აცილებას, მაშინ პრეზიდენტი ვალდებული იყო, ეს მტკიცებულებები ოპონენტებისთვისაც გაეცნო, რათა დემოკრატებს მისთვის მხარი დაეჭირათ.“

 

ირანის „ისლამური რესპუბლიკის გუშაგთა კორპუსის“ ელიტური ქვედანაყოფის „ალ-ქუდსის“ მეთაურის ლიკვიდაცია აშშ-ის ავიაიერიშის შედეგად 3 იანვარს, ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე მოხდა. თეირანი აშშ-ს საპასუხო ნაბიჯებით დაემუქრა.

 

რესპუბლიკელებმა ტრამპის მიერ სოლეიმანის ლიკვიდაციის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს, დემოკრატებმა კი, ეს ნაბიჯი დაგმეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner