logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: ყველაფერი კარგადაა! ჩვენ გვყავს ყველაზე ძლიერი არმია მსოფლიოში!
- +

8 იანვარი. 2020. 10:46

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის მიერ ერაყში, სამხედრო ბაზებზე მიტანილი სარაკეტო თავდასხმის შესახებ განცხადებას აშშ-ის დროით ხვალ, დილით გააკეთებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

 

„ყველაფერი კარგად არის! რაკეტები ირანიდან ერაყში მდებარე ორი სამხედრო ბაზის მიმართულებით გაუშვეს. ახლა მიმდინარეობს ზარალისა და ადამიანებისთვის მიყენებული ზიანის შეფასება. ჯერ ყველაფერი კარგადაა! ჩვენ გვყავს ყველაზე ძლიერი და კარგად აღჭურვილი არმია მსოფლიოში! განცხადებას ხვალ დილით გავაკეთებ“, – წერს ტრამპი.

 

ირანის სარაკეტო დარტყმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც აშშ-ის მიერ ლიკვიდირებული ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მშობლიურ ქალაქში დაკრძალეს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner