უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი სასწრაფო წესით ბრუნდება სამშობლოში.
ვლადიმირ ზელენსკიმ ომანში ვიზიტი მას შემდეგ შეწყვიტა, რაც თეირანის აეროპორტიდან აფრენის დროს უკრაინულმა სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. შედეგად დაიღუპა 170 ადამიანი.
თვითმფრინავი „უკრაინის ავიახაზებს“ ეკუთვნოდა და ის თეირანიდან კიევის მიმართულებით ასრულებდა რეისს.