ქუთაისში, 18 ივნისს, ცნობილი ესპანელი საოპერო მომღერლის, ხოსე კარერასისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტი გაიმართება.
მომღერალი საქართველოში Check in Georgia-ს ფარგლებში ჩამოდის.
Check in Georgia-ს facebook-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, კარერასის კონცერტზე დასწრება უფასო იქნება.
კონცერტი ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე (ლადო მესხიშვილის თეატრის წინ) გაიმართება. ორკესტრსს დავიდ ხიმენეს კარერასი უდირიჟორებს.