logo_geo
eng_logo
ქუვეითის თავდაცვის მინისტრი: აშშ-ს ქვეყნიდან ჯარები დაუყოვნებლივ გაჰყავს
- +

8 იანვარი. 2020. 16:30

 

ქუვეითის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მან ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ძალების მეთაურისგან მიიღო ინფორმაცია, რომ აშშ-ს ქვეყნიდან ჯარები დაუყოვნებლივ გაჰყავს. ინფორმაციას „როიტესი“ ავრცელებს.

 

მისი თქმით, პროცესი სამ დღეში უნდა დასრულდეს.

 

„მსგავსი წერილის მიღება მოულოდნელი იყო. ჩვენ ვართ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან და თავდაცვის უწყებასთან კავშირზე, რომ მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია და დეტალები“, - აცხადებს მინისტრი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner