„ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად არცერთი ამერიკელი არ დაღუპულა“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა სიტყვით გამოსვლისას, ირანის მიერ ერაყში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
„ამერიკელი ხალხი დღეს არის მოხარული და ბედნიერი იმის გამო, რომ არცერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ დაღუპულა და თითოეული ამერიკელი ჯარისკაცი არის დაცული“, - აღნიშნა მან.