საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი კახა კალაძის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:
„ეს ის ბუმერანგია რომელიც მუდამ უკან ბრუნდება. გუშინ მე ვიყავი პროგრამაში, დღეს კახი, აქ არ გაჩერდება. ეს აქლემი ჭიშკარ-ჭიშკარ ჩამოივლის.
მისმა პატრონებმა თუ ფსევდო-პატრონებმა ყველამ ერთად მიხედეთ, რა დღეშია, დაილია კაცი ვედრებით.
ხოდა კიდევ პროკურატურას ოფიციალურად, საჯაროდ მივმართავ საჯარო განცხადებებზე მათი სენსიტიურობის მჯერა და ამიტომ, იქნებ დაინტერესდეთ და გაარკვიოთ რა იცის ამ კაცმა.
ისეთ განცხადებებს აკეთებს პანკისში ტერორისტებიო და რა ვიცი, რა ვიცი, სასაცილოც კი აღარ არის ეს ყველაფერი."- აღნიშნავს ხიდაშელი.