„სანდრო გირგვლიანის თემის გაშუქებას შეეწირა ტელევიზიაც და ჩემი აქტივებიც" - ამის შესახებ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია „იბერია"სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ბიზნესმენმა „რუსთავი2"ში მომუშავე თანამშრომლებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი უმეტესობა მის მიმართ მხოლოდ კეთილგანწყობით და თბილი სიტყვებით გამოირჩეოდნენ, თუმცა ისინი დღეს წნეხის ქვეშ იმყოფებიან და ამიტომ აკეთებენ ნეგატიურ განცხადებებს. ბიზნესმენის თქმით, ის ამ ქმედებას პატიობს.