logo_geo
eng_logo
24 წლის გოგა თავბერიძეს 5 დღეა ეძებენ
- +

8 იანვარი. 2020. 22:52

 

ფოთში, მეხუთე დღეა 24 წლის გოგა თავბერიძეს ეძებენ.

 

ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სახლიდან 4 იანვარს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. ოჯახი იმედოვნებს, რომ ის ცოცხალია და გამოძიებასთან თანამშრომლობს.

 

„24 წლის არის, დილით სამსახურში უნდა მისულიყო და არ მივიდა. მეორე დღესვე შევატყობინეთ პოლიციას და ვთანამშრომლობთ სამართალდამცველებთან. ვიმედოვნებთ რომ ცოცხალია, მონასტერში ან სადმეა წასული. ბოლოს 8 მარტის ქუჩაზე ნახეს, ხიდზე ფეხით გადაადგილდებოდა“,- განუცხადა ჟურნალისტებს ოჯახის ახლობელმა მაცი გვაძაბიამ.

 

შსს-ს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner