logo_geo
eng_logo
ბაკურიანში რუსული ფულის შესაძლო მიმოქცევის ფაქტს სუსი შეისწავლის
- +

9 იანვარი. 2020. 00:49

 

დღეს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ  ე.წ. 25-იანებზე, საბაგიროს საფასურის გადახდისას, მგზავრს ჟეტონის ან ბილეთის ნაცვლად რუსულ ხურდა ფულს - რუბლს აძლევდნენ. ამ საკითხს გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

 

„აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმდჯომარეობით მოქმედმა, „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრულმა კომისიამ ინფორმაციის მიღებისთანავე მყისიერად დაიწყო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების განხორციელება.

 

„თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონის მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა“, - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

 

მთის კურორტების განვითარების კომპანიაში ამბობენ, რომ მთის კურორტების განვითარების კომპანიის მენეჯმენტის ქვეშ მოქცეულ საბაგიროებზე რუსული რუბლის გამოყენების ფაქტი არ ფიქსირდება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner