logo_geo
eng_logo
ექსპერტის მიერ გარდაცვლილი მურად წურწუმიას გვამის განმეორებით დათვალიერების შედეგად არც ერთი თვალის დაკარგვა არ დასტურდება
- +

9 იანვარი. 2020. 00:14

 

ექსპერტის მიერ გარდაცვლილი მურად წურწუმიას  გვამის განმეორებით დათვალიერების შედეგად არც ერთი თვალის დაკარგვა არ დასტურდება მურად წურწუმიას საქმის გამოძიების ფარგლებში, ექსპერტმა, ოჯახის თანდასწრებით,  გარდაცვლილის გვამი ხელმეორედ დაათვალიერა. 

 

პროკურორ დავით  გუმბერიძის თქმით, გარდაცვლილის  არც ერთი თვალის დაკარგვა არ დასტურდება.

 

„დედას ჰქონდა კითხვები კონკრეტულად თვალთან დაკავშირებით და საჯაროდ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ წამების შედეგად თვალი არ აქვს გარდაცვლილს.  ჩვენ გვქონდა სამედიცინო დოკუმენტაცია,  ასევე ექიმების ჩვენებები და რა თქმა უნდა შემოწმებული იყო გარდაცვლილი. შესაბამისად, მოვედით იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ დაზარალებულმა ნახოს, დარწმუნდეს და კითხვის ნიშნები არ დარჩეს როგორც გამოძიებასთან, ასევე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით“, - განაცხადა პროკურორმა.

 

მისი თქმით, გამოძიება მაქსიმალურად ცდილობს გაითვალისწინოს მურად წურწუმიას ოჯახის  ყველა შეკითხვა და საქმეზე დაადგინოს ჭეშმარიტება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner