logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ყველა შესაბამისი უწყება მუშაობს, რათა გაანალიზდეს საფრთხეები, რომელიც საქართველოსთვის შეიძლება შეიქმნას
- +

9 იანვარი. 2020. 11:42

 

„საქართველოს მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება, როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო, მჭიდრო კავშირშია თავის პარტნიორებთან“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის უწყებები პარტნიორებთან ერთად მუშაობენ, რათა გაანალიზებული იყოს ის საფრთხეები, რომლის წინაშეც, რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, შეიძლება საქართველო დადგეს.

 

„ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი ყურადღება მიპყრობილი იყო იმ დაძაბულობაზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში განვითარდა. ჩვენ პირველივე დღიდან დღემდე სრულ სინქრონში და ახლო კავშირზე ვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და მათთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებოდით მოვლენების განვითარებას. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშვიდობიან მოლაპარაკებებს და აქტიურ დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს, რამეთუ ფართოდ რეგიონისთვის ყველა სახის დაძაბულობა როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, უაღრესად დიდი პრობლემაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ახლო კავშირზე ვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან დღესაც, დღემდე ყურადღებით თვალყურს ვადევნებთ რა ხდება ფართოდ რეგიონში. გარდა ამისა, ყველა შესაბამისი უწყება საქართველოს მთავრობის, როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო მჭიდრო კავშირშია თავის პარტნიორებთან და ერთობლივად მუშაობენ, რამეთუ ერთობლივად იყოს გაანალიზებული ის საფრთხეები, რომელიც შეიძლება შეიქმნას ჩვენი ქვეყნისთვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებისგან გამომდინარე. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიღებული აქვს დავალება მისი წარმომადგენლობის, საკონსულოების, საელჩოების მეშვეობით, რომ შესაძლო გართულებებისას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც დღეს შეიძლება იმყოფებოდეს დაძაბულობის ზონაში, სრული მხარდაჭერა აღმოუჩინოს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner