„აპრიორში უნდა წარმოვიდგინოთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ყოველთვის თუ არა, უმრავლეს შემთხვევაში სამართლიანია", - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი „რუსთავი 2ის" საქმესთან დაკავშირებით დღეს მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას აცხადებს,.
მინისტრის თქმით, ის სასამართლოს გადაწყვეტილებას არასოდეს შეაფასებს.
„თქვენც იგივეს გირჩევთ... ყოველთვის გამოვრიცხავდი და ყოველთვის სკეპტიკურად ვუყურებ ნებისმიერ საკითხს, რომელიც „რუსთავი 2"ს უკავშირდება, კიდევ შეგახსენებთ, 2003 წლიდან სხვათა შორის", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.