ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის ვეტერანი დავით ახრახაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რუსკა მჭედლიძის Facebook-პოსტს, რომელიც ქართულ ჯარში არსებულ მდგომარეობას უკავშირდებოდა, სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ნაცების“ მავნებლობის ამბავი არახალია და არც არავის უკვირს მაგრამ ამ ნაცის პოსტმა მაინც გამაკვირვა... ჩამოგითვალო, ვინ რა და როდის გააკეთა ჯარისთვის? გინდა? კი ბატონო! მაშ ასე:
1) შენმა მოღალატე ხელისუფლებამ სრულად 99%ით გაწმინდა ჯარი ვეტერანებისაგან და დატოვა გამოცდილი მეომრების გარეშე... (რაც მწარედ იწვნია საქართველომ 2008-ის ომში).
2) 600-მდე ჯარისკაცი მიეცა პასუხისგებაში ომის დროს დეზერტირობის მუხლით, ხოლო მათი მეთაურები დაჯილდოვდნენ გორგასლის ორდენებით, ჯარისკაცების გაწირვის გამო.
3) თქვენი მთავარსარდლის ნაქები გენშტაბი საერთოდ ისე გაქრა, რომ რუსეთმა დაბომბვაც კი ვერ მოახერხა.
4) წეღან, სუნიან საჭმელზე პოსტი რომ დაწერე, იმაზე გამახსენდა, რომ ათეულობით ჯარისკაცი მზეზე აყროლდა სამაჩაბლოს ტერიტორიაზე და ამ დროს თქვენ რუსთაველზე სატანებივით როკავდით და ცეკვავდით. კონცერტი გამართეთ (იქნებ ტყუილს ვამბობ?).
5) ჯარს ისე შეუქმენით საქმე, რომ გზადაგზა ფორმებს იხდიდნენ და თავს ასე შველოდენ თქვენი ხელისუფლებისგან მიტოვებულნი. და შემდეგ დეზერტირობაზე გასამართლებული უპატრონო ჯარი – ეს იმ ფორმებზე გამახსენდა, წეღან რომ დაწერე, 6 გამოსაცვლელი ფორმა ჰქონდა მაშინ ჯარსო!
7) ჯარში და ომში დაღუპულის ოჯახებისთვის რა გაუკეთებია თქვენ ხელისუფლებას? იქნებ ის მოგვახსენოთ?! რამდენი ჰქონდა ომში დაღუპულის ოჯახს თქვენი ხელისუფლების დროს სუბსიდია? – 0 ლარი! და დღეს 1000 ლარი აქვთ!
8) მთელი ჯარი ჩაშვებაზე და დასმენაზე რომ გყავდათ გადაყვანილი, რომ ხელფასი დაგექვითათ – ის მაინც ჰკითხე ჯარისკაცებს…
9) ჯარი აქციების დასარბევად რომ გაგყავდათ – ისიც გაიხსნე!
10) 20 ივნისს 20-20 წლის 60 ჯარისკაც-სპეცრაზმელს რომ ჩექმავდით 2 საათის განმავლობაში და წინააღმდეგობას არ გიწევდნენ... შენც იქ ეგდე, შე სატანის სახ...ო ლეშო! მაშინ არ გაგხსენებია ჯარი და სახელმწიფო...
11) 4 000 ჯარისკაცს რომ იარაღი დააყრევინეთ, კოდორი ტვიაგაუსროლელად დაატოვებინეთ და სამარცხვინო მდგომარეობაში ჩააყენეთ ქართველი ბიჭები – მაშინ არ დაგიწერია ეს პოსტი!
12) 50 ქართველი პოლიციელს როცა ცხინვალის ცენტრში დააჩოქებინეთ თქვენი უტვინო პოლიტიკის გამო – მაშინ არ მოგითხოვიათ დამნაშავის დასჯა!
13) რამდენიმე მილიარდის ღირებულების სამხედრო ტექნიკა რომ რუსეთს ხელუხლებლად გაატანეთ – მაშინ არ მოგითხოვიათ დამნაშავის დასჯა… მათ შორის 45 „დაქოქოლი“ ტანკის… სულ 62 ტანკი აჩუქა შენმა მთავარსარდალმა პუტინს… (ბიძამისი ალასანიას კომბინაციით).
14) მთელი ფლოტი საკუთარი ხელებით რომ ჩაგაძირინათ... ვინმეს დასჯა მოითხოვე?
15) რუსი მცხეთამდე რომ მიიყვანა – იმ ხელისუფლების დაბრუნება გინდა ისევ?
16) შენი ხელისუფლების თავდაცვის მინისტრის „კლიჩკა“ რომ „ნახევარქათამა“ იყო იცოდი?
17) რა ფულით გამდიდრდა და გახდა მილიარდელი იცი? შენი შვილების ფულით!
მთელი საქართველო ოკუპირებული იყო თქვენი ტაშფანდურა ხელისუფლების ხელში და საერთოდ, ხმას როგორ იღებთ?!.. თქვენი ძმა და ქმარი რომ ყოფილიყო იმ ომში ისე მიტოვებული როგორც შინდისის გმირები მიატოვეთ, აი, მაშინ რას იტყოდით, თქვე მოღალატეებო, მართლა… მაგრამ რას იტყოდით და არაფერს!!! სექტანტები ხართ თქვენ ყველა...
თუ ძაან გინდა, მოდი ჩემთან! მე მიგიყვან იქ მიტოვებული მეომრების ოჯახებში, ისინი გაგცემენ პასუხს, შე არაადამიანო...
თუ რაიმე პრეტენზია გაქვთ ვინმე ნაციონალს, სიამოვნებით გაგყვებით ომში დაღუპულის ოჯახებში და იქ გაეცით მშობლებს პასუხი! თუ რას ზეიმობდით და თუ როგორ „მოიგეთ“ ომი!
P.S. აქ იმის ახსნას არ ვაპირებდი, თუ რა გააკეთა ღარიბაშვილმა ჯარისთვის... მაგრამ ეტყობა ზოგს, დებილიზმით დაავადებულს უნდა შევახსენო ღარიბაშვილის 100 დღის შემაჯამებელი გამოსვლა... კვების გაუმჯობესებაზე, ფორმა–ამუნიციის გაუმჯობესებაზე და საბინაო პოლიტიკაზე...
იქნებ ვინმემ არ იცის, დაჭრილ ჯარისკაცებს რომ 800 ლარამდე ემატება ხელფასს ზევით... 1 ნოემბრიდან რაც მოემატათ 100-500ლარამდე, ამას ზოგი ვერ ხედავს მგონი“, - წერს დავით ახრახაძე.
აქვე, გთავაზობთ რუსკა მჭედლიძის Facebook-პოსტს:
„2012 წლამდე თავდაცვაში 38 000 ჯარისკაცი მსახურობდა.
ახლა 18 000 ჯარისკაცია.
2012 წლამდე თითოეულ ჯარისკაცს მინიმუმ 6 ფორმა ჰქონდა გამოსაცვლელად.
ახლა, ერთი, უბეში გაცვეთილ-გამოხეული და საკუთარი ხელით გამოკერილი ფორმები აცვიათ.
2012 წლამდე ჯარისკაცები წვრთნებს გადიოდნენ პოლიგონებზე ინტენსიურად.
ახლა, იარაღის დაშლა-აწყობა არ იციან მართლა და ბაზებზე მორიგეობით ჯარისკაცებს ათიბინებენ ბალახს!
2012 წლამდე ჯარში კვების ხარისხი იყო უზრუნველყოფილი.
ახლა, ჯარისკაცებს სუნიან საკვებს, ბინძური ჭურჭლით აჭმევენ, ვინმე თუ პრეტენზიას გამოთქვამს, 300 ლარს ხელფასიდან აჭრიან და ამიტომ ჯარისკაცები იძულებულები არიან, არ ჭამონ, არ გამოთქვან პრეტენზიები და იყვნენ ჩუმად!
დაუქოქავ, ჩაჟანგებულ სამხედრო ტექნიკაზე და ტრადიციად ქცეულ, ბანქოს თამაშზე, „ხელფასზე გამაზულ მაყუთებზე“ აღარაფერს დავწერ...“, - წერს რუსკა მჭედლიძე.