logo_geo
eng_logo
პროკურატურა მურად წურწუმიას გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მეორე პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოს დღეს მიმართავს
- +

9 იანვარი. 2020. 17:38

 

 

„გარდაცვლილი მურად წურწუმიას საქმეზე, ზ.ფ.-ს ბრალის დაზუსტების შედეგად დაუმძიმდა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის VI  ნაწილით და სსკ-ის 126 -ე მუხლის I1  ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  8-დან 11 წლამდე“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

 

„ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა 5 იანვარს დააკავეს. პროკურატურის შუამდგომლობით, ზ.ფ.  გადაყენებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის თანამდებობიდან და აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

 

ამავე საქმეზე, 2020 წლის 8 იანვარს, ბრალდებულის სახით, ქ. თბილისის ტერიტორიაზე  დაკავებულ იქნა მოქალაქე ვ.ბ.

 

დღეს მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის VI ნაწილით და სსკ-ის 126 -ე მუხლის I1  ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

დღესვე, თბილისის პროკურატურა სასამართლოს მიმართავს ვ.ბ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner