logo_geo
eng_logo
ილია მეორე: გვინდა გამოვხატოთ გულისტკივილი თეირანში, უკრაინის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო
- +

9 იანვარი. 2020. 20:43

 

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II თეირანში, უკრაინის თვითმფრინავის ავტოკატასტროფის გამო, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

 

შესაბამის წერილს საქართველოს პატრიარქის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

 

„გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი გულისტკივილი ა.წ. 8 იანვარს თეირანში უკრაინის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

 

ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს; ვუსამძიმრებთ უკრაინის პრეზიდენტს და ასევე იმ ქვეყნების ხელისუფალთ, რომელთა მოქალაქეებიც ბორტზე იმყოფებოდნენ“, - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სამძიმრის წერილში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner