ჟურნალისტი მანჩო გიორგობიანი ახლო აღმოსავლეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარე მოვლენებს „facebook“-ის პირად გვერდზე ეხმაურება.
„აი, ეგ არის რა ... ბიზნესმენის „მშვიდობიანი“ პოლიტიკა!
თუ კომერციულად მომგებიანი არ იქნება, მაშინ, ყველანაირად ეცდება ტრამპი, რომ ფართომასშტაბიანი ომი არ დაიწყოს, ითვლის, უღირს თუ არა ამერიკას „ჩიტი ბრდღვნად“ და ეს არანაირად არის ამერიკის დამარცხება, უპასუხოდაც არ დატოვებენ, მაგრამ მხოლოდ იმ თანხისას გაისვრიან, რაც „საიმიჯოდ“ დასჭირდებათ...
აბა, უმცროსს ბუშს უკვე ცხრაჯერ დაბომბილი ექნებოდა მთელი ირანი, როგორც სადამ ჰუსეინის გამო, ერაყში, არ დაინდო და მასირებულ დაბომბვას მოჰყვა უამრავი მსხვერპლი მოსახლეობაში, დაახლოებით 100 -150 ათას ადამიანზეა ლაპარაკი ...
ტრამპს, რომელმაც წინამორბედების მიერ, ეკონომიკურ კრიზისში ჩაფლული ამერიკა, მეტ-ნაკლებად ამოასუნთქა და გამართა, არ მგონია მოუნდეს ისევ ტრილიონების დახარჯვა ომზე და სირიის ანალოგიური შედეგის მიღება. როგორც დარჩა უმართავი ბაშარ ასადი, რუსეთის მხარდაჭერილი, ასევე იქნება ირანშიც, სულ რომ დაადუღონ, ქვეყანას ვერ გააკონტროლებენ ... ერაყი უღირდათ, რადგან იქ აკონტროლებენ ჭაბურღილებს და ამერიკელების გარეშე წვეთი საწვავიც ვერ გაფრინდება...
opek-ის კვოტების გათვალისწინებით, ყოველდღიურად 2,5 მილიონი ბარელი ნავთობი მოიპოვება....ათვისებულია ჭაბურღილების მხოლოდ მეოთხედი... ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ერაყში შესაძლებელია 350 მილიარდი ბარელი ნავთობის მოპოვება....
მაგალითისთვის, ნობელის პრემიის ლაურეატი, ეკონომისტი ჯოზეფ სტიგლიცი და ლინდა ბილმზი, ჰარვარდის უნივერსიტეტიდან, თვლიან რომ, აშშ ეკონომიკაზე ომის ეფექტის გათვალისწინებით , ერაყთან ომის რეალური ფასი დაახლოებით 3 (სამი) ტრილიონი დოლარი იყო...
ტრამპი -(ირანი)
ღირს თუ არ ღირს, აი, ეს არის საკითხავი ?!.“, - წერს მანჩო გიორგობიანი.