logo_geo
eng_logo
ელიზაბეთ რუდი: მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იმოქმედოს, რომ შეიქმნას კონსტრუქციული გარემო
- +

10 იანვარი. 2020. 00:25

 

 

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი აცხადებს, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ კონსტრუქციული გარემოს შესაქმნელად უნდა იმოქმედოს.

 

ამის შესახებ ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ჟურნალისტებთან განაცხადა ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. შავ სიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

 

„მე ნამდვილად არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია, რომ ამ ე.წ. შავი სიის შესახებ დეტალურად გიპასუხოთ, თუმცა გეტყვით, რომ რადგანაც ქვეყანა იმყოფება საარჩევნო წელში,  მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იმოქმედოს, რომ შეიქმნას კონსტრუქციული და თანამშრომლობითი გარემო დემოკრატიის გასაძლიერებლად“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner